პროექტი პურის გზა
პროექტის მიზანი:შეიძენენ ცოდნას თუ რა სამუშაოებია საჭირო ხორბლის მოყვანიდან მის გამოცხობამდე
პროექტის აქტუალობა:დააფასონ სხვისი შრომა და გამოუმუშავდეთ პატივისცემისა და ყაირათიანობის ჩვევები
პროექტის მოკლე აღწერა – გზა მარცვლეული კულტურიდან საკვებ პროდუქტამდე.
მონაწილეთა ასაკი – მეორე კლასი 7–8 წელი
ვადები და ხანგრძლივობა: 3 კვირა
ა
ქტივობები:.მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ხორბლის ისტორიის შესახებ.
.გაარკვევენ პურისათვის საჭირო ინგრედიენტებს.
.ეწვევიან ხორბლის წისქვილს,თონეს,პურის საცხობს და მაღაზიას.
.ინტერვიუებს აიღებენ პურის მცხობელებისაგან, პურის მაღაზიის თანამშრომლებისაგან
.საკუთარი ხელით მოზელენ ცომს და გამოაცხობენ პურს
პ
როექტის მსვლელობა საპროექტო ჯგუფის დაკომპლექტება; პროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დანაწილება; მოსწავლეთა დაჯგუფება, ჯგუფებისათვის დაკისრებული მოვალეობების გაცნობა; ჯგუფებზე მონიტორინგი, შესრულებული სამუშაოს ანალიზი და შეფასება. პირველი ჯგუფი გამოიკვლევს ხორბლის წარმოშობის ისტორიას და სახეობებს; მეორე ჯგუფი გამოიკვლევს პურის მომზადების სტადიებს და მნიშვნელობას; ყველანი ერთად დათესავენ ხორბალს ოთახის პირობებში და დააკვირდებიან მის აღმოცენებას,ზრდა–განვითარებას. ჯგუფები წავლენ წისქვილში,ფურნეში,თონეში, კლასში მოზელენ ცომს და გამოაცხობენ პურს, თითოეული ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას და კედლის გაზეთებს. სადაც აღწერილი იქნება პურის გზა ხორბლიდან მომხმარებლამდე. მოპოვებულ ინფორმაციას წარუდგენენ დაინტერესებულ პირებს, ასევე განათავსებენ ინტერნეტში; კომპიუტერში შექმნიან პრეზენტაციებს;
პროექტის შედეგები:
მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ხორბლის კულტურის, მისი გავრცელებისა და მოყვანის შესახებ.
გაეცნენ პურთან და ხორბალთან დაკავშირებულ ტრადიციებს, ისწავლენ, რომ პურს განსაკუთრებული ადგილი აქვს ჩვენს კვების რაციონში, გაიგეს რომ მასში ადამიანისათვის აუცილებელი მინერალები შედის
გააკეთებეს პრეზენტაცია , თვითშეფასება . .შექმნეს ფოტოგალერეა,
გააკეთეს სლაიდშოუ, ისტ-ის საშუალებით მოიძიეს პურეულის რეცეპტები
პროექტისათვისბ საჭირო ძირითადი რესურსები:
:ფოტოაპარატი,კომპიუტერი,ფლეშ- მეხსიერება,პროექტორი,ფერადი ფურცლები,დაფა,ინტერნეტი.
პროექტის ხელმძღვანელი:ეკატერინე გაჩეჩილაძე.
პროექტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: eku.gachechiladze@mail.ru
http://slide.ly/view/db12311ee6beb7f5b435ef911ef69006
http://slide.ly/view/db12311ee6beb7f5b435ef911ef69006
Комментариев нет:
Отправить комментарий