განხორციელებული პროექტები


                   ახალი წელი მოსულა

http://slide.ly/view/4d37b8373a34139e80b7a5b128ddc07c
ჩემმა პატარებმა თვითონ მორთეს ნაძვის ხე და ძალიან ვიხალისეთ

ესეც ჩვენი საახალწლო სპექტაკლი
http://slide.ly/view/ab78d59bc20f8335ae15a9f0124e2c21
ჩვენს ,ეჯლისზე ზღაპრის გმირები მოვიწვიეთ,პათარებმა ნამდვილი მსახიობებივით მოირგეს როლები.
                             
                               ჩვენ გვიყვარს სწავლა 

,,ჩვენ <3 სწავლა" ასე დაარქვეს ბავშვებმა ღონისძიებას,რომელშიც მთელი წლის მანძილზე მიღებული ცოდნის დემონსტრირება მოახდინეს მუსიკალური გაფორმების თანხლებით,
http://slide.ly/view/9c05c51daef785b5c71905e646a26b79?utm_source=Fb_ORG_Share


                                         დედის თვალებით ვხედავ სამყაროს

 განხორციელდა პროექტი ,,დედის თვალებით ვხედავ სამყაროს" .პროექტის მონაწილეებმა გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს დედებს.სწორედ გაზაფხულსა და გაზაფხულის დღესასწაულებს, დედისა და ქალთა დღეს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც 2014 წლის 7 მარტს ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლის II- კლასში მოეწყო. ღონისძიებას  ესწრებოდნენ  რაიონის კულტურის განყოფილების გამგე,მეთოდისტი,დირექციის წარმომადგენლები, დაწყებითის კათედრის წევრები  და მოსწავლეთა მშობლები.  ბავშვებმა  გაზაფხულის შემობრძანება ლექსებითა და სიმღერით მიულოცეს დედებს. დედები თვალცრემლიანი უსმენდენენ საკუთარ შვილებს. ღონისძიება აღსავსე იყო სითბოთი და სიყვარულით. ეს დღე დიდხანს დარჩება მოსწავლეების და მათი საყვარელი დედების ცნობიერებაში.
ზეიმის დასასრულს ბავშვებმა იებითა და თავიანთი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათებით კიდევ ერთხელ მიულოცეს დედიკოებს 3 მარტი.

http://slide.ly/view/70b584440dd9a479ec1e34746175bb34

                       
                                პურის გზა

საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა პროექტი ,,პურის გზა" რომლის განხორციელების იდეა ჩემს გორელ კოლეგას, ქალბატონ ლელა გოგინაშვილს ეკუთვნოდა,მან შემოგვთავაზა ერთად გაგვეკეთებინა ეს პროექტი,მადლობა ქალბატონ ლელას.
http://slide.ly/view/db12311ee6beb7f5b435ef911ef69006

ბავშვები დიდი მონდომებით მუშაობდნენ პროექტზე და ამიტომაც წარმატებით გაართვეს თავი.http://www.calameo.com/read/003351483c651a1a1bc0d

1 комментарий: