სსიპ ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლის II-დ
კლასის სადამრიგებლო პროგრამა
დამრიგებელი
ეკატერინე გაჩეჩილაძე
დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება.
დამრიგებლის მიზანია ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა. სასწავლო პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, მშობელთათვის ინფორმაციის დროული მიწოდება.ვეცდები ჩემს მიერ შემუშავებული სადამრიგებლო პროგრამა, კლასის ხელმძღვანელის სამუშაო გეგმა და ჩატარებული კლასის საათები სწორედ ამ მიზნების განხორციელებაზე იყოს ორიენტირებული.
დამრიგებლის მიზანია ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა. სასწავლო პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, მშობელთათვის ინფორმაციის დროული მიწოდება.ვეცდები ჩემს მიერ შემუშავებული სადამრიგებლო პროგრამა, კლასის ხელმძღვანელის სამუშაო გეგმა და ჩატარებული კლასის საათები სწორედ ამ მიზნების განხორციელებაზე იყოს ორიენტირებული.
●მოსწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ გარემოში იმყოფება იგი, ამიტომ ვეცდები კლასში შევქმნა კარგი, მშვიდი, მოხერხებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლე იგრძნობს მასწავლებლისა და ამხანაგების მხარდაჭერას.
●თანამშრომლობითი საქმიანობა მაშინაა წარმატებული, თუ ადამიანს გააჩნია სოციუმში ქცევის უნარი, ამიტომ ვეცდები კლასში შევქმნა თანამშრომლობითი ატმოსფერო და ვიზრუნო მათში სოციალური უნარჩვევების ჩამოყალიბებაზე, ხელი შევუწყო თითოეული მოსწავლის სასწავლო პროცესში ინტეგრციას.
● ვეცდები ჩემი, როგორც დამრიგებლის საამღზრდელო მუშაობა მიმართული იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ. ჩემი სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდა იქნება.
● ყველა ბავშვი უნიკალურია, ისინი დაჯილდოვებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით, ვეცდები მათი გამოვლენისათვის შევუქმნა სათანადო პირობები და ხელი შევუწყო მათი შინაგანი ძალების აქტივაციას.
● სასწავლო პროცესის დაგეგმვაში მოსწავლეთა ჩართულობა ხელს უწყობს მათში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის ამაღლებას. მათი ჩართულობის ხელშესაწყობად მონაწილეობას მივაღებინებ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები და სხვა.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. ვეცდები მათი ინტერესები მაქსიმალურად გავითვალისწინო. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეს განუვითარებს ისეთ უნარჩვევებს, რომლების დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები.
● ვეცდები ჩემი უთიერთობა მოსწავლეებთან ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას, ჩემი მიზანი იქნება კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.
● სისტემატურად მექნება საუბარი მათ უფლებებსა და მოვალეობებზე. შევეცდები დავარწმუნო ისინი მათი შესრულების აუცილებლობაში.
● მოსწავლეზე დადებითად აისახება მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობა, ვეცდები მჭიდროდ ვითანამშრომლო მოსწავლეთა მშობლებთან - დროულად მივაწოდო ინფორმაცია მათი შვილების ყოფაქცევისა თუ აკადემიური მოსწრების შესახებ ასევე ვეცდები მივიღო ინფორმაცია მათი ოჯახური პირობების, ქცევის, მისწრაფებების, ჩვეულებების შესახებ, რომელთაც მიზნობრივად გამოვიყენებ.ვითანამშრომლებ საგნის მასწავლებლებთან და გამოვიკვლევ მათ აკადემიურ მდგომარეობას, დავეხმარები სიძნელეების დაძლევაში.
● თითოეული მოსწავლის შესახებ ინფორმაცია იქნება კონფიდენციალური.
შესასრულებელი საკითხები
|
აქტივობები და მიზნები
|
დრო
|
შენიშვნა
|
1ქცევის კოდექსის გაცნობა
|
მოვიწვევ კრებას და გავაცნობ მოსწავლეებს და მშობლებს ქცევის კოდექსს, შინაგანაწესს და დავამოწმებინებ ხელის მოწერით. მოსწავლეებს მივცემ განმარტებას იმ მიზნით, რომ მათ ამ დოკუმენტში ჩადებული შინაარსი გაატარონ ცხოვრებაში.
ქცევის კოდექსის მიზანია დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები. ხელს უწყობს მოსწავლის მიარ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.
|
20.09.13
|
|
მოსწავლეთა მორიგეობის დაწესება,დღის რეჟიმის გაცნობა და კლასის კუთხის გაკეთება.
|
მოსწავლეებთან ერთად დავაწესებ მორიგეობის სიას, გამოიკვრება გაკვეთილების ცხრილი. მოსწავლეები უზრუნველყოფენ ოთახის სანიტარულ-ჰიგიენური პირობების, სასკოლო ინვენტარის გაფრთხილებაზე.
ამით მოსწავლეები გაითავისებენ, რომ სკოლა მათი საკუთრებაა.
|
||
მოსწავლეთა დოკუმენტაციის მოწესრიგება და საკლასო ჟურნალის წარმოება.
|
ვიზრუნებ მოსწავლეთა პირადი საქმეების სწორ წარმოებაზე. წარვმართავ ჩემს საქმიანობას ყოველდღიური თვალყურის დევნებით მოსწავლეთა დასწრებაზე, ამ მიზნით ვაწარმოებ გაცდენა-დაგვიანების ჟურნალს.უმიზეზო გაცდენა-დაგვიანებებზე მივიღებ ზომებს. კერძოდ, მოსწავლის არგამოცხადების შემთხვევაში გავარკვევ არგამოცხადების მიზეზს და დროულად ჩავაყენებ საქმის კურსში სკოლის დირექციას, თუ მოსწავლემ თვითნებურად გააცდინა, მაშინ მშობელს ან მეურვეს.
ამით ხელს შევუწყობ გაცდენების მინიმუმამდე დაყვანას.
|
სისტემატიურად
|
|
მოსწავლეთა პროგრესის და წარმატების შემოწმება და თითოეული მოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი.
|
მოვახდენ მოსწავლეთა მიღწევების შემოწმებას, ვუზრუნველყოფ მოსწავლეთა ყოველმხრივ შესწავლას, მათი მიდრეკილებების, მოთხოვნილებების და ინტერესების გამოვლენას. შევაგროვებ ინფორმაციას, დავაკვირდები მათ ქცევას, უნარებს და ცოდნას, გავაკეთებ ჩანაწერებს.
|
სისტემატიურად
|
|
აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობა.
|
ჩავატარებ დამატებით მეცადინეობებს. დავადგენ მოსწავლეების სუსტ და ძლიერ მხარეებს,
|
კვირაში ერთხელ
|
|
სადამრიგებლო საათი
|
სადამრიგებლო საათს ჩავატარებ როგორც კლასში ასევე სკოლის გარეთ.შეხვედრებზე მოხდება მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხების განხილვა, სწავლისა თუ ურთიერთობებისას წამოჭრილი სირთულეების გაცნობა, გადაჭრის გზებზე ზრუნვა. თითოეული სადამრიგებლო საათის ბოლოს მოხდება მოსწავლისაგან უკუკავშირის მიღება: რა გაიგეს და ისწავლეს მოსწავლეებმა ამ შეხვედრაზე ახალი, რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო, რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ.
სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების პიროვნულ და სოციალურ განვითარებას. აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს.
სადამრიგებლო საათის თემები
|
კვირაში ერთხელ
|
|
მშობლების ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში
|
ა) მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრები.ხელს შევუწყობ თითოეული მშობლის სასწავლო პროცესში ჩართვას, მშობელთან ურთიერთობისას გამოვიყენებ კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხს:წერილობით, ვერბალურს.მშობელი სისტემატიურად ინფორმირებული იქნება არა მხოლოდ მოსწავლეთა უარყოფითი ქცევის ან დაბალი აკადემიური მოსწრების, არამედ მისი მიღწევების შესახებაც. გავაცნობ თუ რას ვგეგმავ წლის ან სემესტრის განმავლობაში, რა ცოდნას მიიღებს მოსწავლე, რა შედეგს უნდა მიაღწიიოს მან სასწავლო წლის ბოლოს.
ბ)მშობელთა კრებები
სემესტრში ორჯერ ან საჭიროების შემთხვევაში მოვიწვევ მშობელთა კრებას.გადავცემ საჭირო ინფორმაციას და მათგანაც მივიღებ.ღონისძიებების შესახებ შევატყობინებ, რომელსაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ და ვთხოვ, რომ მოსამზადებელ სამუშაობებში შეძლების დაგვარად ჩაერთონ. ვისაუბრებთ იმ სირთულეებზე, რომლებიც წამოიჭრება პროგრამის დაძლევისას და ერთად მოხდება დაძლევის გზის ძიება. კრების დასასრულს ვთხოვ ,რომ მომაწოდონ საკუთარი შთაბეჭდილებები სამუშაო შეხვედრის შესახებ.მაგ: რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ, რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ, რა რეკომენდაციების შემოთავაზება შეუძლიათ და ა.შ. მათი პასუხები დამეხმარება, რომ მეორე შეხვედრა უფრო წარმატებული და ორივე მხარისთვის საინტერესო იყოს.
|
სემესტრში ორჯერ ან საჭიროების შემთხვევაში
|
|
სასკოლო ზეიმები და ექსკურსიები
|
ზეიმების მოწყობასი აქტიურად ჩაერთვებიან მოსწავლეები. ერთად მოვიძიებთ ინფორმაციებს, ლექსებს,გავანაწილებთ როლებს, ხელოვნების გაკვეთილებზე გააკეთებენ მოსაწვევ ბარათებს. მომზადდება სხვადასხვა ღონისძიებები ერთობლივად, მაგ.ექსკურსიაბი, ლაშქრობები. ამით მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ესთეტიკური გემოვნება, ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას.საერთოდ ექსკურსიას დიდი შემეცნებითი და აღმზრდელობით ფუნქცია აქვს, ისინი აღრმავებენ და აფართოებენ მოსწავლეთა ცოდნას და ხელს უწყობენ თეორიული ცოდნის პრაქტიკულთან შერწყმას.
ჩასატარებელი ღონისძიებები:
.
· საშობაო ზეიმი;
· დედის დღესადმი მიძღვნილი ზეიმი;
· ექსკურსია ბუნებაში
|
20.12.10
9.03.11
|
Комментариев нет:
Отправить комментарий